Thursday, May 3, 2012

სტატია ვიკიპედიადან..(ჯანსაღი ცხოვრება)

ჯანსაღი ცხოვრების ელემენტები
14.10.2008
ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.
ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც ის სერიოზული პრობლემებს შეუქმნის.
გთავაზობთ ექიმების, დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ათ ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და საშუალებას გვაძლევს, დაავადება ჩანასახშივე მოვსპოთ.
1. შეავსეთ კროსვორდები, დაეუფლეთ უცხო ენებს, დაივიწყეთ კალკულატორი და გამოთვლები გონებაში აწარმოეთ. ყოველივე ეს შესანიშნავად ავარჯიშებს ტვინს, ანელებს გონებრივ შესაძლებლობათა ასაკობრივ დეგრადაციას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
2. სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. ეცადეთ, თქვენთვის შესაფერისი სამსახური იპოვოთ, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად სიხარულსაც მოგიტანთ. საყვარელი საქმე აფერხებს ბიოლოგიური დაბერების პროცესს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.
3. ერიდეთ ნაყროვანებას. ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად დღეში 1500 იკმარეთ. ამით უჯრედების აქტიურობას და სწრაფ თვითგანახლებას შეუწყობთ ხელს. ნურც მეორე უკიდურესობაში გადაეშვებით _ არასრულფასოვანი კვება არანაკლებ მავნებელია.
4. ეცადეთ, მენიუ თქვენს ასაკს შეეფერებოდეს. საქონლის ღვიძლი და კაკალი 30 წლის ქალებს პირველი ნაოჭების გაჩენას ააცილებს თავიდან. რძის ნაწარმი დიდი რაოდენობით სელენის შემცველობის გამო 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს მოუხდებათ, გარდა ამისა, ორივე სქესის წარმომადგენლებს სტრესის მავნე შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაში დაეხმარება. 50 წლის შემდეგ აუცილებელია მაგნიუმით და კალციუმით მდიდარი საკვები, ასევე - თევზი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის საიმედო მცველია.
5. ეცადეთ, ყოველთვის გქონდეთ საკუთარი აზრი. მოვლენათა არსის გაცნობიერება ადამიანს დათრგუნულობისა და დეპრესისგან იცავს.
6. ახალგაზრდობის შენარჩუნებაში სიყვარული და სინაზე დაგეხმარებათ. იპოვეთ ცხოვრების თანამგზავრი. იმუნურ სისტემას ისე არაფერი აძლიერებს, როგორც ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინი, შეყვარებული ადამიანის სისხლში კი ის ყოველთვის ბევრია.
7. იძინეთ გრილ ოთახში (17-18 გრადუსზე). ესეც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ - გარემოს ტემპერატურა ხომ პირდაპირ განსაზღვრავს ნივთიერებათა ცვლის და ასაკობრივი ცვლილებების განვითარების ტემპს.
8. მეტი იმოძრავეთ. უკვე დამტკიცებულია, რომ დღეში 8-10- წუთიანი ვარჯიშიც კი საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
9. დროდადრო შეგიძლიათ მოეშვათ და აკეთოთ ის, რის უფლებასაც, თავს, ჩვეულებრივ, არ აძლევთ.
10. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. სხვადასხვა სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვინც საკუთარ ტკივილს არავის უმხელს.
 ჯანსაღი ცხოვრების ერთგვარი ინდიკატორია კარგი განწყობა, რომელიც ადამიანის ემოციურ, მენტალურ, ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და სულიერ სფეროებს მოიცავს.
  • ემოციური და მენტალური განწყობა ადამიანს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება, ანიჭებს ოპტიმიზმს, კონსტრუქციულობას, საკუთარი ემოციებისადმი პოზიტიურ განწყობას.
  • ინტელექტუალური განწყობა ახალი ინფორმაციის მიღებისა და მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც ზრდის ცხოვრების ხარისხს და ახალ ვითარებაში ადვილად ორიენტირების უნარს.
  • ფიზიკური განწყობა ყოველდღიური საქმიანობის მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედების უნარია, რომელიც კარგი ფიზიკური მომზადებისა და სასარგებლო მოძრაობითი თვისებების დამსახურებაა.
  • სოციალური განწყობა სხვა ადამიანებთან წარმატებული ურთიერთობის უნარს განსაზღვრავს.
  • სულიერი განწყობა _ მისი მეშვეობით ყალიბდება ღირებულებათა სისტემები, ადამიანი სახავს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მიზნებს და მათკენ მიისწრაფვის.
  • ვრცლად:

ჯანსაღი ცხოვრება ძვირია

ლონდონში 560 საჯარო აუზია. დიდი კონკურენციის გამო ფასები დაბალია. მომსახურების დონის მიხედვით, დღიური გადასახადი ორიდან თხუთმეტ გირვანქამდე მერყეობს, ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება კი 60-150 გირვანქაა. ბევრად ნაკლები - 38 საჯარო აუზია პარიზში. ფასები ლონდონთან შედარებით, მაღალია. ნიუ იორკში, მხოლოდ მანჰეტენზე, 53 საჯარო აუზია, ფიტნეს ცენტრები ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ და, დიდი კონკურენციის გამო, აქაც საკმაოდ დაბალი ფასებია. გარდა ამისა, კლუბის წევრებისთვის წარმოუდგენელი ფასდაკლებებია - საშობაოდ, მანჰეტენის ყველაზე ფეშენებელური გამაჯანსაღებელი ცენტრი, ერთი თვის აბონემენტის (400 დოლარი) შეძენის სანაცვლოდ, ხუთთვიან უფასო მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს.
თბილისში რამდენიმე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, ყველა თითქმის ერთნაირ სერვისს გვთავაზობს. განსხვავება მხოლოდ ფასში, დიზაინსა და ატმოსფეროშია. თითქმის ყველა კომპლექსს აქვს სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა, ჯაკუზი და მასაჟის სალონი. თუ შევუფარდებთ გამაჯანსაღებელი კომპლექსების მიერ შემოთავაზებული სერვისის ხარისხსა და ფასს, გამოვა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი თბილისში გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ლონდონში, პარიზში ან ნიუ იორკში. ამის გამომწვევ მიზეზთაგან ერთ-ერთი და უმთავრესი, თბილისში ასეთი ობიექტების სიმწირე და, მაშასადამე, სუსტი კონკურენციაა. სანამ ბაზარზე სულ რამდენიმე ერთმანეთის მსგავსი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ფუნქციონირებს, სამომხმარებლო სტანდარტებსაც და ფასებსაც ისინი დააწესებენ.
0x01 graphic
შერატონ მეტეხი პალასის 0 სართულზე მდებარე მცირე ზომის სპორტული კომპლექსი ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით არის მოწყობილი. აქვს ფინური მშრალი საუნა, მასაჟის სალონი და Techno Gym-ის ტრენაჟორებით აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზი. სასტუმროში ასევე არის 2 აუზი - ღია 14მx16მ და დახურული, მრგვალი, 9მ-ის დიამეტრით. ორივე აუზის სიღრმე 1,5 მეტრია. „აქ ძალიან მშვიდი ატმოსფეროა, შეგიძლია დაისვენო, ივარჯიშო და არავინ შეგაწუხებს“, ამბობს 32 წლის გიორგი ქავთარაძე. ერთი თვის ფასი 236-დან 384 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია სხვადასხვა მომსახურების პაკეტზე. ერთადერთი, რაც შეიძლება არ მოგეწონოთ, სატრენაჟორო დარბაზში ჩართული რუსული საესტრადო მუსიკაა, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ.
0x01 graphic
ჭავჭავაძის 49ა-ში მდებარე კომპლექსი „ნეპტუნი“ ცნობილია აუზის სახურავით, რომელიც ზაფხულში იხსნება და ზამთარში იხურება. კომპლექსს აქვს სატრენაჟორო დარბაზი და საუნა. მის ტერიტორიაზე 2 აუზია - 25მx12მ, სიღრმე 2მ, და საჭყუმპალაო აუზი 3მx12მ-ით, სიღრმე 80 სმ. ნეპტუნში დაგხვდებათ მშვიდი გარემო, სტუმართმოყვარე პერსონალი და, სერვისთან შედარებით, ოდნავ მაღალი ფასები - 170-დან 450 ლარამდე.
0x01 graphic
თბილისის აუზებს შორის ყველაზე ადეკვატური, როგორც სერვისის, ისე ფასის მხრივ, ვაკის საცურაო აუზია. კოპლექსს უმაღლესი ხარისხის სერვისი და მრავალი დამატებითი მომსახურება აქვს - აქუა აერობიკა, მასაჟი, საცეკვაო აერობიკა, პილატესი (სუნთქვითი ვარჯიშები), იოგა, სპინინგი, ტაიჩი (იოგას ნაირსახეობა), სამედიცინო ტანვარჯიში და „დაივინგის“ გაკვეთილები. აქ არის ოლიმპიური ზომის აუზი (50მx 21მ), რომელიც ყოველ 5 საათში ერთხელ ულტრაიისფერი სხივებით და ყოველ ღამე სპეციალური წყალქვეშა რობოტით იწმინდება. 5 და 10-მეტრიანი სახტუნაო, 2 ცხელი და ცივი ჯაკუზი, ორთქლის, რუსული და 2 ფინური საუნა. ტერიტორიაზე არის საბავშვო აუზიც, დიეტური კაფე, სილამაზის და მასაჟის სალონები, კოსმეტოლოგის კაბინეტი და სოლარიუმი. აუზის სტუმრობა და ფიტნეს კლუბის წევრობა, ერთი თვით, 240-დან 350 ლარამდე დაგიჯდებათ.
0x01 graphic
პრაიმ ფიტნესის ვაკის ფილიალში (მის. ჭავჭავაძის 78) თქვენს განკარგულებაშია შენობის მეორე სართულზე Nautilus და Stairmaster-ის ტექნიკით აღჭურვილი დიდი სატრენაჟორო დარბაზი. პირველ სართულზე განთავსებულია სოლარიუმი, გასახდელები, მშრალი და ორთქლის საუნები, ცივი და ცხელი ჯაკუზი, მასაჟის კაბინეტი, იოგის, აერობიკის, აქუა აერობიკის კურსები და მცირე ზომის საცურაო აუზი. პრაიმ ფიტნესს კიდევ ერთი სატრენაჟორო დარბაზი აქვს გლდანის პირველ მიკრორაიონში და ვ. გორგასლის №75-ში მდებარე საჩოგბურთო კლუბში. ფასები 100-დან 230 ლარამდე მერყეობს.

healthy life

MARIE-CHRISTINE TAILLEFER, GILLES DUPUIS,
MARIE-ANNE ROBERGE and SYLVIE LE MAY
HEALTH-RELATEDQ UALITYO F LIFEM ODELS:
SYSTEMATICR EVIEWO F THE LITERATURE
(Accepted 15 November 2002)
ABSTRACT. Purpose: This review evaluates how theory-driven models of
health-related quality of life (QoL) take into account the methodological and
conceptual problems besetting the field. Methodology: 68 models formulated
from 1965 to 2001 (60% of those found for each decade) were randomly selected.
Two judges evaluated the models using an analysis grid covering a) the models'
level of conceptualization (from less to more sophisticated); b) the definition of
QoL; c) the distinction between factors that may influence QoL and QoL per
se; and d) the presence of instruments as tools to measure QoL. A global score
reflecting the overall quality of the models was also provided. Results: Of the
68 theory-driven models sampled, approximately 35% were in the less complex
category, 15% were in the most sophisticated group and nearly 50% were in
between. QoL was not defined by at least 25% of authors. The distinction between
factors that may influence QoL and QoL per se was made in less than 50% of
models. Instruments used were identified by 78% of authors. Less than 3% of the
models examined received the maximum global score. Conclusions: From 1965 to
2001, a general improvement in the quality of QoL models is identified. However,
for many models, the questions used to analyze models were not always clearly
addressed (many did not even define QoL), rendering analysis quite difficult.
Overall, the field needs more sophisticated models and a better definition of the
content and boundaries of the QoL concept.
INTRODUCTION
The concept of quality of life (QoL) has attracted increasing interest
since the early 1960s. However, the rapid increase in the use of
the concept, and especially in the field of health-related problems
has created many caveats. Difficulties have emerged concerning the
dimensions of health-related QoL, its definition, its measurement
and factors that may influence QoL but that are not necessarily part

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ვიკიპედია:
2.nplg.gov.gehttp://www.jstor.org/stable/27527124?&Search=yes&searchText=life&searchText=healty&list=hide&searchUri=%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3Dhealty%2Blif:
3.jstor: